ისტორია

თბილისის ტრამვაი

თბილისის ტრამვაის ისტორია XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება. ქალაქში ელექტრო ტრამვაის წინაპარი ცხენების წევაზე მომუშავე სარკინიგზო ტრანსპორტი, ე.წ. ,,კონკა" 1883 წელს გამოჩნდა. მისი პირველი ხაზი მიხეილის გამზირზე გადიოდა და ერთმანეთთან აკავშირებდა ვორონცოვის მოედანსა და რკინიგზის ვაგზალს. მარშრუტი მალევე გააგრძელეს ერევანსკის მოედნამდე (ახლანდელი თავისუფლების მოედანი), ხოლო 1904 წელს ხაზი გაიყვანეს კირხნის ქუჩაზე (ახლანდელი მარჯანიშვილის ქუჩა).

ელექტრო ტრამვაის განვითარება და დეგრადაცია

XX საუკუნის დასაწყისში ნათელი იყო, რომ ,,კონკას" დრო წავიდა, ამიტომ 1904 წელს დაიწყო ელექტრო ტრამვაის მშენებლობა, რითაც ბელგიური კომპანია დაკავდა. 1904 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა ელექტრო ტრამვაი, რომლის ლიანდაგის სიგანე 1000 მმ. იყო. 1910 წელს. ,,კონკამ", რომლის ლიანდაგის სიგანე 914 მმ. იყო, არსებობა შეწყვიტა. 1933 წლიდან დაიწყო ტრამვაის განიერ (1524 მმ.) ლიანდაგზე გადაყვანა, თუმცა 1 მეტრის სიგანის ლიანდაგებმა 1942 წლამდე იარსება. 1969 წელს ლიანდაგის საერთო სიგრძემ 105 კილომეტრს მიაღწია, მას შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა სიტუაცია კილომეტრაჟთან დაკავშირებით მაგრამ ყვეალფერი ტრამვაის სასარგებლოდ ხდებოდა მიუხედავად ქსელის ორ ნაწილად გაყოფისა 1974 წელს, ახლადმშენებარე გარეუბნებში ტრამვაის გავრცობა გრძელდებოდა. 1989 წელს დაიწყო ტრამვაის ქსელის პერმანენტული შეკვეცა, რაც 2006 წლის 4 დეკემბერს ტრამვაისა და ტროლეიბუსის ლიკვიდაციით დასრულდა.

სტატია გადმოწერილია ka.wikipedia.org დან